
ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშე - დიდ უნივერსიტეტებში ამცრელი ცენტრები გაიხსნება
ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დიდ უნივერსიტეტებში ამცრელი ცენტრები გაიხსნება, სადაც მსურველები ვაქცინაციას რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ.
როგორც დაავადების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, ასეთი ცენტრები მომავალი კვირიდან თბილისის, ქუთაისის, ბათუმის უმაღლეს სასწავლებლებში გაიხსნება.
"ხვალ ასეთი ამცრელი ცენტრი გაიხსნება ტექნიკური უნივერსიტეტის სივრცეში, რომელიც 10 ბრიგადით იქნება დაკომლექტებული, ის აფილირებულია რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. ცენტრებში შესაძლებელი იქნება ვაქცინაცია წინასწარი ჩაწერის გარეშე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ასეთი ამცრელი ცენტრი უკვე გაიხსნა მცხეთაში.
ამირან გამყრელიძემ მოუწოდა მოსახლეობას აქტიურად მიმართონ ასეთ ამცრელ ცენტრებს. მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედებს 184 ასეთი სამედიცინო დაწესებულება 354 ბრიგადით.
მან ასევე აღნიშნა ვაქცინაციის გააქტიურების საკითხზე.
"დღეს ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი იყო 26 000-მდე, მომდევნო დღეებშიც მაჩვენებელი 23 000 ფარგელბშია, 15 აგვისტოს შემდეგ კი ეს აქტივობა იკლებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.