საზოგადოება
08/10/2021

ვახტანგ გომელაური: ნანგრევებში დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი

ბათუმში, სადაც 5 სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. 

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ნანგრევებში დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი, მათგან კონტაქტზე მხოლოდ 2 ადამიანი გამოდის. 

"2 ადამიანს ტელეფონით ვესაუბრებით, თუმცა ისინი ვერ აზუსტებენ, კონკრეტულად სად არიან. სამუშაოებში ასეულობით მაშველია ჩართული. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გამოვიყვანოთ", - აცხადებს შს მინისტრი. 

მისი თქმით, ნგრევის გამომწვევ მიზეზზე გამოძიება მიმდინარეობს. 

მინისტრი ფიქრობს, რომ ნგრევა ბუნებრივი აირის აფეთქებას არ გამოუწვევია. 

"ჩვენი ინფორმაციით, კერძო მესაკუთრე ახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს. შეიძლება ნგრევის გამომწვევი მიზეზი იყოს საყრდენი კედლის გამოცლა. თუ ეს გამოძიებით დადგინდება, რა თქმა უნდა ადამიანები პასუხისგებაში მიეცემიან",- აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. 

 

Businesspartner