საზოგადოება
10/04/2023

USAID-ი ახალგაზრდული პროექტის - "გოგოები ცვლილებებისთვის" მესამე ეტაპს იწყებს

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

ქალების და გოგოების გაძლიერების ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ახალგაზრდული პროექტის - "გოგოები ცვლილებებისთვის" მესამე ციკლს იწყებს.

პროექტის მიზანია, გოგოებს ხელი შეუწყოს ლიდერობისა და მართვის უნარების განვითარებაში, ასევე სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია ვაჭრობისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

სტუდენტ გოგოებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ და აიმაღლონ ცოდნა საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების, ევროკავშირის, PR სტრატეგიების, ბიზნესის მართვის, ვაჭრობის, საინვესტიციო გარემოს შესახებ და განივითარონ ლიდერული უნარები პროფესიონალების დახმარებით.

"პროგრამის ფარგლებში 60 ადამიანი გადამზადდება, რომლებიც შემდეგ ფასიანი სტაჟირების პროგრამაში ჩაერთვებიან. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ევროპულ ბიზნეს ასოციაციასთან (EBA) თანამშრომლობით, შესაბამისად, მათი წევრი ბიზნესები ჩართული არიან ამ პროცესში, რათა ახალგაზრდა ქალბატონებს მისცენ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება და მომავალში დასაქმდნენ ამ  კომპანიებში,"-  USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი აღნიშნავს ნატალია ბერუაშვილი.

სესიები ჩატარდება ფიზიკურად, დარგის ექსპერტების, ბიზნეს ასოციაციებისა და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით. სესიების დასრულების შემდეგ ყველაზე წარმატებულ სტუდენტები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციებში.

საუკეთესო  სტუდენტები  კი მოხვდებიან სპეციალურ ბაზაში და პერიოდულად მიიღებენ ინფორმაციას პარტნიორ ორგანიზაციებში გამოცხადებული სტაჟირების პროგრამების შესახებ.

"ძალიან მნიშვნელოვანია ქალების ჩართულობა ნებისმიერი მიმართულებით. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მომავალი თაობა ასე მიზანდასახულად ცდილობს თავის გამოჩენას და აქტიურობას. გოგონებს დავეხმარებით, რომ დაინახონ ის შესაძლებლობები, რომელშიც მომავალია, დაინახონ ის პროფესიები, რომელიც ბიზნესს სჭირდება."- ამბობს  USAID-ისკერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი დავით წიკლაური. 

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური მმართველობის პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 5-წლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.

პროექტი თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, ბიზნეს ასოციაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ხელი შეუწყოს კერძო და საჯარო სექტორების დიალოგს და უზრუნველყოს საქართველოს კერძო სექტორის ჩართულობა ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

ცნობისთვის, ევროპული ბიზნეს ასოციაცია აერთიანებს ევროპულ ბიზნესებს საქართველოში და ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნეს გარემოს განვითარებას. მისი მიზანია, საქართველოში ევროპული ინვესტიციების შემოსვლის მხარდაჭერა და ქვეყანაში ევროპული ბიზნესების ადვოკატირება. ბიზნეს ასოციაციის ახალგაზრდული პლატფორმა მიზნად ისახავს საქართველოში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათ მხარდაჭერას ახალგაზრდული მეწარმეობისა და დასაქმების სფეროში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

"ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სიას დაემატოს ის პირები, ვისაც საქართველოში $100 000-ის ინვესტიცია აქვს განხორციელებული"
01

28/07/2021
ფინანსები

გიორგი ამზაშვილი: ბოლო პერიოდში, ბიზნესის შემფასებლის პროფესია პრესტიჟული გახდა
02

25/08/2023
ბიზნესი

დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი 14 ივნისს იხსნება
03

19/05/2022
ბიზნესი

ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი შემოდის - Lefties-ის პირველი მაღაზია 2023 წელს გაიხსნება
04

12/09/2022
ბიზნესი

"გლოვო" დელივერი სერვისს გასცდა - კომპანია ახალ მომსახურებას იწყებს
05

19/09/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020