უსაფრთხოების რჩევები კიბერთაღლითობის პრევენციისთვის
ბოლო პერიოდში კიბერთაღლითობის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. დამნაშავეები ცდილობენ მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებსა და საბანკო ბარათებზე თაღლითური გზით მოიპოვონ ინფორმაცია.
კიბერ დამნაშაავეები სამი სქემით მოქმედებენ:
ფიშინგ ვებ-გვერდები:
კიბერ დამნაშავე ინტერნეტბანკის ანალოგიურ ვებ-გვერდს ქმნიან და მას სოციალურ ქსელებში არეკლამებენ ისე, თითქოს რაიმე გათამაშებაში შეეძლოს მომხმარებელს მონაწილეობის მიღება. თაღლითურ ვებ-გვერდზე პაროლის და სმს კოდის შეყვანის შემთხვევაში, კიბერ დამნაშავეს შეუძლია მიითვისოს თანხები მომხმარებლის საბანკო ანგარიშებიდან.
თაღლითური მეილები:
კიბერ დამნაშავეები ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ბმულით ან მიბმული ფაილით ითხოვენ პერსონალური მონაცემების გაზიარებას. მათ მიერ გამოგზავნილ ბმულზე გადასვლის, ან ფაილის გახსნის შემთხვევაში, შესაძლოა ინტერნეტ-თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ.
თაღლითური sms და ზარები:
კიბერ დამნაშავეები მოკლე ტექსტური შეყტობინებებით ან ზარებით ცდილობენ თქვენი პერსონალური ინფორმაციის მოპარვას. როგორ წესი, მათ თქვენი ბარათის მონაცემები და პაროლი აინტერესებთ.
როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან:
ყურადღებით დააკვირდით იმ ვებ-გვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავთ. ზოგიერთ შემთხვევაში, გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან;
მობილური მოწყობილობიდან, ისარგებლეთ მობაილბანკის აპლიკაციით.
დააკვირდით ელეტრონული ფოსტის გამომგზავნის მისამართს. ის შესაძლოა მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს რეალურისგან. დააკვირდით ტექსტის შინაარსა და სტილისტიკას. როგორც წესი, კიბერ დამნაშავეები გაუმართავი ტექსტით წერენ ადრესატს;
არ გადახვიდე საეჭვო ბმულებზე და არ გახსნათ მეილზე მიბმული საეჭვო ფაილები;
თუ მეილს საეჭვოდ ჩათვლით, დაუკავშირდით კომპანიას ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე და კითხეთ, მეილი ნამდვილად მათ ეკუთვნით თუ არა;
არასდროს გააზიაროთ თქვენი პაროლი ან პინ კოდი. არცერთი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი თქვენი პაროლის მონაცემების გაზიარებას არ მოგთხოვთ;
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პაროლი გამჟღავნდა ან თაღლითობის მსხვერპლი გახდით, დაუყონებლივ შეცვალეთ პაროლი და დაუკავშირდით ბანკს.