UNESCO: საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა
საქართველოს 4 დაცული ტერიტორია UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. ამ ფაქტს UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე (კულტურის დარგში) გამოეხმაურა. ერნესტო ოტონემ საქართველოს მადლობა გადაუხადა უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესრულებისთვის, რასაც ქვია მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა.
“UNESCO-ს სახელით, ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს მივულოცო “ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების” მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შესვლა, რომელიც უძველესი და უნიკალური სახეობების ჰაბიტატს წარმოადგენს და მილიონობით წლის წინ გადაჭმული იყო ევრაზიის კონტინენტზე და დღემდე შენარჩუნებულია პირვანდელი სახით.
საქართველომ დაამტკიცა, რომ ადამიანები დედამიწის ნებისმიერ ადგილას ცდილობენ მომავალ თაობებს შეუნარჩუნონ ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძური და ბუნებრივი მემკვიდრეობა.“–აღნიშნავს, ერნესტო ოტონე.
ინფორმაციისთვის, კილხეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მსოფლიო აღიარების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით გახსნის, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ქალაქ ფუჟოუში, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს 4 დაცული ტერიტორია: კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა