საზოგადოება
03/03/2022

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, თიბისის ფონდს The Body Shop  და Afflelou Paris უერთდებიან

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, თიბისის ინიციატივას თავის მოვლის და კოსმეტიკური საშუალებების ბრიტანული ვეგანური ბრენდი - The BODY SHOP და  საერთაშორისო ოპტიკური ქსელი - Afflelou Paris  შეუერთდნენ.

კომპანიები თიბისის საქველმოქმედო ფონდში გაყიდული პროდუქციის შემოსავლის 2%-ს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჩარიცხავენ. მომხმარებლების მიერ, უკვე 2022 წლის 2 მარტიდან  შეძენილი პროდუქციის 2% დახმარების ფონდში გადაირიცხება.

თიბისიმ ფონდის ანგარიში ადგილობრივი გადარიცხვებისთვის შექმნა, სადაც  ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, მარტივად ჩარიცხოს სასურველი თანხა და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე.

გუნდის სახელით, პირველი,  200 000 ლარის ოდენობის დონაცია,  თიბისიმ განახორციელა. ამ ეტაპზე, ფონდში 700 000 ლარზე მეტი ირიცხება. შეგროვილი თანხა ყოველდღიურად გადაირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალურ საქველმოქმედო ანგარიშზე.

 

ლარის ანგარიშის ნომერი:

 #GE68TB7318736080100007

მიმღები: ააიპ თიბისელები