საზოგადოება
05/03/2022

უკრაინაში ომის გავლენა მსოფლიოსა და რეგიონზე - ლაშა ხუციშვილი ნიდერლანდელ კოლეგას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ონლაინ ფორმატში ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს, ფინანსთა მინისტრს, სიგრიდ კააგს შეხვდა. 

მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას მსოფლიოსა და რეგიონზე, ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. ისაუბრეს ეკონომიკური განვითარების სავარაუდო ტენდენციები და სამომავლო თანამშრომლობის გზები.

ფინანსთა მინისტრმა კოლეგასთან, ასევე, განიხილა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების თაობაზე გაკეთებული განაცხადის მნიშვნელობა და ამ გზაზე გასატარებელი რეფორმები და სამომავლო ნაბიჯები.

ლაშა ხუციშვილმა სიგრიდ კააგს მადლობა გადაუხადა იმ აქტიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნიდერლანდების სამეფო, ტრადიციულად უწევს საქართველოს, განსაკუთრებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, სადაც საქართველოს წარმოადგენენ ჰოლანდიელი აღმასრულებელი დირექტორები.

დასასრულს, მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობაზე, მათ შორის, რეგიონში მოვლენების განვითარების კვალდაკვალ, მხარდაჭერის დამატებითი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023