საზოგადოება
09/02/2022

უკანონო მშენებლობები და ჯარიმები – მერიის სტატისტიკა

ოთხი წლის განმავლობაში, 4 200 სამართალდარღვევა და 82 მლნ ლარის ჯარიმა, - ასეთია უკანონო მშენებლობების სტატისტიკა, რომელიც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

"ოთხი წლის განმავლობაში, 4 200 სამართალდარღვევა გამოვავლინეთ და გამოვწერეთ 82 მლნ ლარის ჯარიმა, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში 3 500 დარღვევა იქნა გამოვლენილი და მხოლოდ 11 მლნ ლარის ჯარიმა დაიწერა. 2014-2017 წლებში, 3 400 დარღვევა გამოვლინდა და დაიწერა 19 მლნ ლარის ჯარიმა. შესაბამისად, ქალაქში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით კრიტიკას არ მივიღებთ. ჩვენ ყველა შესაძლო საშუალებას მივმართეთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და მომავალშიც ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა მერმა.

მერი ამბობს, რომ უკანონო მშენებლობები რეაგირების გარეშე არ დარჩენილა და მისი მოსვლის დღიდან, არაერთი ღონისძიება გატარდა უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ.

"განვახორციელეთ ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა და მის ბაზაზე შევქმენით მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც აღჭურვილი იქნა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; გავზარდეთ ჯარიმები დარღვევებზე - 3 000-დან 12 000 ლარამდე იყო ჯარიმების ოდენობა კატეგორიების მიხედვით და ის 50 000 ლარამდე გავზარდეთ, თუმცა, მაინც ვაწყდებოდით პრობლემას.

რადგან მოგების ნაწილში საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი, ამ მშენებლებს ალბათ უღირდათ ჯარიმების გადახდა და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელება. ამიტომაც, შემოვიღეთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, სამომავლოდ უკანონო მშენებლობების პრობლემას მოაგვარებს. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მხრიდან არცერთი უკანონო მშენებლობა არ დარჩენილა რეაგირების გარეშე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023