საზოგადოება
07/03/2022

უღელტეხილის მონაკვეთზე მეწყერის გამო სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია

გამთენიისას, უღელტეხილის მონაკვეთზე, კერძოდ სოფელ მარელისთან მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზიანდა რკინიგზაზე გარდამავალი საავტომობილო ხიდი. ასევე დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგი და საკონტაქტო ხაზი– ინფომაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მომხდარის გამო, დღეს დილიდან სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე მობილიზებულია სპეც ტექნიკა.

"ლიანდაგის გაწმენდისა და საკონტაქტო ხაზის აღდგენის შემდეგ, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. კომპანიის წარმომადგენლები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ შეძლებისდაგვარად მალე განახლდეს მოძრაობა."– ნათქვამია განცხადებაში.