საზოგადოება
02/03/2022

წყნეთის გზატკეცილზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

წყნეთის გზატკეცილზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასასმართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები ჩატარდა.

„დღეს კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ. ეს არის ბაგების გზაგამყოფი, რომელიც მოსაწესრიგებელი იყო. ამ პროექტის ფარგლებში, დღეს უკვე გადაადგილება კიდევ უფრო თავისუფლად არის შესაძლებელი, რადგან ავტობუსისთვის შესაბამისი ზოლი მოეწყო. გარკვეულწილად, პრობლემას წარმოადგენდა ასევე, უჩანეიშვილის ქუჩაზე ასასვლელი გზა. ეს ყველაფერი მოწესრიგებულია. როგორც კი ხიდის მშენებლობის სამუშაოები დასრულდება, შემდეგი ეტაპი იქნება გაგრძელებაზე, ბაგების მთლიანი მოწესრიგება თავისი ინფრასტრუქტურით - საპარკინგე ადგილებით და საფეხმავლო ბილიკებით, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს“, -განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ქვეითთა უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების მიზნით, გაფართოვდა ტროტუარები, მოეწყო შუქნიშნით დარეგულირებული „ზებრა“ გადასასვლელები და განახლდა ავტობუსის გაჩერებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. 

აღნიშნული ტერიტორია სრულად ადაპტირდა შშმ პირებისთვის. ამასთანავე, ქუჩის დიზაინი ითვალისწინებს კერძო ავტომობილების მოძრაობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023