საზოგადოება
28/01/2022

წყალმომარაგების სექტორის რეფორმისთვის AFD-ი საქართველოს €30 მლნ-ს გამოუყოფს

საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის რეფორმისთვის 30 მლნ ევროს გამოუყოფს. 

ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე დოკუმენტს ხელი უკვე მოეწერა. 

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, AFD-ის მიერ ამ რეფორმის მხარდაჭერა სრულად შეესაბამება საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების იმ პროგრამას, რომელიც დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ.

უწყების ცნობით, აზიის განვითარების ბანკმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის დასაფინანსებლად გასულ წელს გამოყო ფინანსური რესურსი ორ ტრანშად, 115 310 000 ევროს ოდენობით.

საქართველომ 2021 წლის იანვარში პირველი ტრანშის სახით მიიღო 70 960 მლნ ევრო, ხოლო 2021 წლის დეკემბერში - მეორე ტრანში 44 350 მლნ ევროს ოდენობით.

"ADB-ის პროგრამის მეორე ტრანშის, 30 მლნ ევროს ოდენობით თანადაფინანსებით, საფრანგეთის განვითარების სააგენტო მხარს უჭერს საქართველოს გააუმჯობესოს მმართველობა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში, გააძლიეროს ურბანული და სოფლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მართვა, ასევე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG) ინსტიტუციური შესაძლებლობები", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023