საზოგადოება
21/09/2021

წნორში გზის რეაბილიტაციაზე 2.6 მლნ დაიხარჯება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ქიზიყის ქუჩის რეაბილიტაციას მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია 3,5 კმ-იანი გზის დაგება, სამი სახიდე გადასასვლელის, დაერთებებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა. ასევე დაგეგმილია მოსახლეობისთვის ეზოში შესასვლელების მოწესრიგება.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და 2.6 მლნ ლარით ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ დაათვალიერეს.