საზოგადოება
21/09/2022

"ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში" - BTU-ს ახალი სადოქტორო პროგრამა

"ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში" - ახალ სადოქტორო პროგრამას, რომლის კვალიფიკაციაც საჯარო მმართველობის დოქტორია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) განახორციელებს.

პროგრამის ძირითადი მიზანია მოამზადოს ციფრული მმართველობის და ხელოვნური ინტელექტის ელემენტის შემცველი კვლევები, რომელიც სამინისტროებს შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგიის დანერგვაში დაეხმარება.

"ამ პროგრამაზე ძალიან დიდიხნის განმავლობაში მიდოდა მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, პროგრამაზე მიღება უკვე გამოცხადებულია და ველოდებით დოქტორანტების პირველ ნაკადს. ხელოვნური ინტელექტის და ციფრული მმარტველობის მიმარტულებით ძალიან მნისვნელოვანი გადაწყვეტილებები არის მისაღები, როგორც ქვეყანაში ასევე რეგიონში ამ სფეროს განვითარებისთვის, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდნეიმე წლის განმავლობაში ეს ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად განვითარდა, საკანონმდებლო დონზე, ბიზნესის მიმართულებით, ციფრული მართველობის დონეზე ეს არის ჯერ კიდევ განვითარების გზაზე და საწიროებს იმ სიღრმისეულ სამეცნიერო კვლევას, რომლის ჰაბიც და პლატფორმაც, მიგვაჩნია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შეიქმნება,"-აღნიშნავს BTU-ს რექტორი. 

როგორც პროგრამის ხელმძღვანელი ზვიად გაბისონია "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, პროგრამა არა მარტო პოსტსაბჭოურ სივრცეში, არამედ ევროპაში ერთ-ერთი პირველი სადოქტორო პროგრამაა.

"ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა იქნება ლიდერი, როგორც რეგიონში, ასევე თავის სათქმელს იტყვის ევროპაშიც. პროექტის მიზანია მოამზადოს ციფრული მმართველობის და ხელოვნური ინტელექტის ელემენტის შემცველი კვლევები. დღეს სერიოზული დეფიციტი აქვს ქვეყანას ამ მიმართულებით, არ გვყავს შესაბამისი მკვლევარები და შესაბამისად არ ვიცით ეს ტექნოლოგიები რა პრიორიტეტული მიმართულებით შეიძლება დაინერგოს. მოგეხსენებატ, ხელოვნური ინტელექტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტექნოლოგიაა, ამიტომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვნია შესაბამისი პრიორიტეტების მონახვა და ამის მიხედვით ციფრული მმართველობის ნაწილში არსებული ხელოვნური ინტელექტის ელემენტები განავითაროს."-ამბობს ზვიად გაბისონია. 

ცნობისთვის, პროექტი გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის ცენტრის მხარდაჭერით იწყება. ასევე პროცესში ჩართულია ევროპის 10-მდე საერთშორისო უნივერსიტეტო, ხოლო ქვეყნის შიგნით 15-მდე სახელმწიფო ინსტიტუცია.