საზოგადოება
13/12/2021
წიაღის ეროვნული სააგენტო სახელს შეიცვლის
წიაღის ეროვნულ სააგენტოს სახელი შეეცვლება და საქმიანობას სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელწოდებით გააგრძელებს. ცვლილება "წიაღის შესახებ" კანონში შედის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ოთარ დანელიას განცხადებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც თვისობრივად ცვლის სააგენტოს ფუნქციონირებას, ასევე იცვლება მისი სახლწოდებაც და ის საქმიანობას სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სახელწოდებით გააგრძელებს.