საზოგადოება
21/05/2021

Tradershub.ge – საქართველოში პირველი ფინანსური ფორუმი შეიქმნა

საქართველოში პირველი ფინანსური ფორუმი tradershub.ge შეიქმნა. ის დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი ინფორმაცია ბაზრის თუ კონკრეტული აქციების შესახებ ფუნდამენტური და ტექნიკური ანალიზი ონლაინ, ქართულ ენაზე მიიღონ. 

Tradershub–ის დამფუძნებელი რატი ქირია „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ საქართველოში ფინანსური ბაზარი ფაქტობრივად არ არსებობს, მათ შორის საფონდო ბირჟის აქტივობაც დაბალია, ამიტომ ვინც ამ დარგშია ჩართული ძირითადად უკან ფონზეა და თავის საქმეს ისე აკეთებს.

„ყველაფერი პანდემიით დაიწყო, როდესაც ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და გადავწყვიტეთ, რომ ხალხს, ვისაც მცირე დანაზოგი მაინც ჰქონდა, ეს რესურსი ფინანსური ბაზრებისკენ მიემართა, სადაც ისინი შეძლებდნენ შემოსავლის მიღებას ჩვენი მხრიდან გაზიარებული უფასო სტატიების წაკითხვისა და სწავლების საფუძველზე. იდეის განხორციელება საწყის ეტაპზე მხოლოდ Telegram-ით და Facebook-ის დახურული ჯგუფით დავიწყეთ, სადაც 2 თვეში 3000-ზე მეტი მომხმარებელი გაწევრიანდა.

Tradershub-ი მომხმარებლისთვის 15 მაისს გახდა ხელმისაწვდომი. ფორუმის იდეა სამ ძირითად ნაწილს მოიცავს, რომელიც დღესდღეისობით უფრო და უფრო პოპულარული ხდება: საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა; არასაბირჟო ბაზარზე ვაჭრობა; კრიპტო ბირჟაზე ვაჭრობა. აღსანიშნავია, რომ Tradershub-ი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, უფასოდ მიიღონ მონაწილეობა ჩვენს მიერ ჩანიშნულ ვებინარებზე, სადაც ასევე უფასო სწავლება ხდება ჯგუფში მათივე მხრიდან შერჩეულ თემაზე," – აღნიშნავს რატი ქირია.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი ახალგაზრდა სწავლობს უნივერსიტეტში ამ მიმართულებას, თუმცა სხვა დამატებითი ინფორმაციის მიღების საშუალება არ არსებობს. შესაბამისად, ფეისბუქ ჯგუფშიც და ფორუმზეც მზარდი მოთხოვნაა, ასევე ვებინარებზე.

„დაინტერესება ჩვენი პროექტის მიმართ საკმაოდ დიდია, მათ შორის რამდენიმე კერძო საბროკერო კომპანიისგან, რომლებთანაც მოლაპარაკების რეჟიმში ვართ. ვფიქრობთ, სამომავლოდ მუშაობა გავაგრძელოთ კომერციული მიმართულებით, გვსურს რომ განათლების წყარო იყოს უფასო, თუმცა რაღაც დროის შემდეგ ექნება გონივრული ღირებულება. ამ თემაზე ვმუშაობთ და გამოხმაურებაც მასშტაბურია, მათ შორის ემიგრანტებისგან, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს დისტანციურად, თუნდაც ფასიანი მომსახურების შემთხვევაში ისარგებლონ tradershub–ით. ვებინარები უფასო იქნება, ფასიანი მომსახურება შეიძლება შეეხოს სპეციალურ სერთიფიცირებულ კურსებს.

გვსურს, საქართველოში პირველად ჩავატაროთ ვაჭრობის ჩემპიონატი, რაც გულსხმობს დემო თანხით ახალგაზრდების ჩართულობას და თვის ბოლოს ყველაზე დიდი მოგების ანალიზის გაკეთებას. ამას ექნება ექსპერიმენტული სახე. რა თქმა უნდა, პარტნიორების დახმარება მნიშვნელოვანი იქნება. უნდა განვითარდეს ფინანსური ბაზრები, რაც ქართული ეკონომიკის განვითარებასაც ნიშნავს," – ამბობს Tradershub-ის დამფუძნებელი.

კომპანიის შორეულ გეგმაშია ფონდის ჩამოყალიბება. თუმცა, მანამდე Tradershub-ი გააგრძელებს საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობას და მომხმარებლისთვის სხვადასხვა აქტივობების შეთავაზებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023