საზოგადოება
24/01/2022

თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში ჩატარდება

თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში ჩატარდება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ჩემპიონატთან დაკავშირებით ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

"მოეწყობა 3 ახალი სასრიალო ტრასა, ხელოვნური ტბები და სხვა. უამრავი სამუშაო ტარდება, რაც საბოლოო ჯამში, ბაკურიანს და ჩვენს მოსახლეობას დარჩება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავისუფალი სტილით თხილამურსა და სნოუბორდში სრიალის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება. გადაწყვეტილება საბერძნეთში, 2018 წლის 17 მაისს გამართულ კონგრესზე საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ მიიღო. ჩემპიონატის საქართველოში გამართვაზე, ქვეყანამ ოფიციალური განაცხადი 2017 წლის აპრილში წარადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2022 წლის 18-19 თებერვალს და 5-6 მარტს ბაკურიანი მსოფლოს თასის ეტაპებს უმასპინძლებს, რომელიც საერთაშორისო ფედერაციასთან აღებული ვალდებულების ნაწილია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023