საზოგადოება
15/02/2022

თიბისი კონცეპტი და რადიო GIPA წარმოგიდგენთ ყოველკვირეული პოდკასტების სერიას

თიბისი კონცეპტი და რადიო GIPA წარმოგიდგენთ ყოველკვირეული პოდკასტების სერიას.

რადიო GIPA ორენოვანი რადიო პლატფორმაა, რომელიც FM სიხშირისა (94.3) და მის ბაზაზე არსებული სხვა ციფრული არხების მეშვეობით, გემოვნებიან მუსიკასთან ერთად, ქართულ და ინგლისურ ენებზე შემეცნებით, კულტურულ თუ სოციალურ რუბრიკებს აერთიანებს.

თიბისი კონცეპტი, პერსონალურ საბანკო მომსახურებასთან ერთად, თავის მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობას და Საშუალებას აძლევს მათ დაუთმონ მეტი დრო ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. Თიბისი კონცეპტისა და რადიო GIPA-ს ახალი ინიციატივის მიზანიც სწორედ ეს არის - Მომხმარებლებსა და მსმენელებს მეტი დრო დარჩეთ ცხოვრების მათთვის საინტერესო შემეცნებითი მიმართულებებისთვის.

შემეცნებითი პოდკასტები სერიები განსხვავებულ თემებს გააერთიანებს. პირველი ნაწილი, თბილისურ ისტორიებს შეეხება. Მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ ქალაქში არსებული ამბების, ლეგენდების, ადათ-წესების, სასიყვარულო ურთიერთობების და საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი თბილსური ამბების შესახებ, Ქალაქის კულტურულ თუ ურბანულ მახასიათებლებზე.

პირველ სერიას - თბილისური ამბები - გაუძღვებიან:

ცირა ელისაშვილი - „თბილისი დეტალებშია“
დათო ტურაშვილი - „თბილისის გერმანული ისტორია“
ზაზა აბაშიძე - „ქართული კინოს ისტორია ერთ სახლში“

პოდკასტები ეთერში გავა 16 თებერვლიდან, ყოველ ოთხშაბათს, 19:00 საათზე. რადიო GIPA-ს ეთერში, FM 94.3-ზე და ასევე მის და თიბისი კონცეპტის ონლაინ პლატფორმებზე:

Spotify: https://spoti.fi/3GDpImr

Facebook: bit.ly/Concept-FB

Instagram: https://bit.ly/Concept-IG

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023