საზოგადოება
12/07/2021

თეა წულუკიანი: ნუ აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას, ახლა სიმშვიდის დროა

“ნუ აჯანჯღარებთ ამ ქვეყანას, ახლა სიმშვიდის დროა“,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა “ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ოპერატორის გარდაცვალება პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენონ და ექსპერტიზის შედეგებს დაელოდონ. 

“ახლა უნდა დავწყნარდეთ და ნუ გამოიყენებთ მორიგჯერ ამ უბედურებას, რომელიც არის ოპერატორის გარდაცვალება, პოლიტიკური მიზნებისათვის. 

პოლიტიკური ძალები იყენებენ ამ უბედური ადამიანის უბედურებას. დაელოდეთ ექსპერტიზის დასკვნას და წინასწარ ნუ აცხადებთ იმას, რაც არ იცით. მე ერთადერთი ადამიანის გამო ვიკავებ თავს, რომ ვისაუბრო ამ უბედური შემთხვევაზე უფრო კონკრეტულად, ეს გახლავთ დედა, რომელიც თავთან უზის მიცვალებულ შვილს. დაველოდოთ ექსპერტიზას“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.