საზოგადოება
09/02/2022

"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორად დავით ფაჩულია დაინიშნა

შპს „თბილსერვის ჯგუფს“ დავით ფაჩულია უხელმძღვანელებს.

კახა კალაძემ თბილსერვის ჯგუფის ახალი ხელმძღვანლის წარდგენისას განაცხადა, რომ დავით ფაჩულია 2020 წლიდან „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე იყო, შემდეგ დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. 

მერი დარწმუნებულია, რომ მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება ახალ დირექტორს სამსახურის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი ამოცანების დაძლევაში დაეხმარება.

კალაძემ აღნიშნა, რომ დავით ფაჩულია წლების განმავლობაში, კერძო სექტორში, სხვადასხვა ხელმძღვანელ და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. დასძინა, რომ ის არის ბიზნესის მართვის მაგისტრი. განათლება აქვს მიღებული ტურიზმის მენეჯმენტისა და ეკონომიკის მიმართულებით.

„ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი თანამდებობაა, რადგან თქვენ ხელმძღვანელობთ სამსახურს, სადაც ბევრი ადამიანია დასაქმებული. სამსახური, რომელიც ზრუნავს ქალაქის სისუფთავეზე, გარე განათებებზე. ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება გაქვთ. ჩვენ ერთად გავართმევთ თავს იმ ამოცანებს, რომელიც სამსახურის წინაშე დგას. წარმატებებეს გისურვებთ“, - განაცხადა კალაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023