საზოგადოება
01/06/2021

თბილისში ტაქსების რეფორმა არ დასრულებულა - რა იქნება შემდეგი ეტაპი 

ტაქსების რეფორმა დასრულებული არ არის. თბილისის მერი ახალ ეტაპებს აანონსებს.

კახა კალაძეს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ შემდეგ ეტაპებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ეს სერვისი და მიმართულება, რომლითაც  ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს უნდა იყოს გამართული და მოწესრიგებული. ავტომობილები უნდა იყოს სუფთა, რომ ადამიანს სიამოვნებდეს ტაქსით მგზავრობა დედაქალაქში. სწორედ ამიტომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს მომავალში“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ტაქსების რეფორმა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა ფერისა და მანათობლის სტანდარტი. მანათობლები ტაქსის მძღოლებს უფასოდ დაურიგდათ,  ფერის სტანდარტის დაკმაყოფილების მიზნით კი, მერიამ დააწესა უფასო ვაუჩერი. გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებების მოსაწესრიგებლად მძღოლებს  ქიმიური წმენდის უფასო ვაუჩერები გადაეცათ.