საზოგადოება
06/10/2021

თბილისში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში 66 ოჯახს 1 ლარად გადაეცემა

თბილისში სხვადასხვა მისამართზე მცხოვრებ 66 ოჯახს, რომლებსაც წლების განმავლობაში ფართის დაკანონების პრობლემა აწუხებდათ,  საცხოვრებლები სიმბოლურ ფასად -  ერთ ლარად გადაეცემათ. 

„უკვე დაკმაყოფილებულია 2 000-ზე მეტი ოჯახი, ამჯერად 66 ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად", - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მტავრობის სხდომაზე. 66 ოჯახიდან 63 ოჯახი ნაძალადევში ცხოვრობს, 3 - მთაწმინდაზე.

მერმა მსგავსი პრობლემის მქონე მოქალაქეებს მოუწოდა, მიმართონ თავიანთი რაიონების გამგეობებს, სადაც მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოკუმენტაცია საჭირო საცხოვრებელი ფართების დასაკანონებლად.