საზოგადოება
01/06/2021
თბილისში დამატებით 100 ელექტროდამტენი დამონტაჟდება
თბილისში დამატებით 100 ელექტროდამტენი დამონტაჟდება.
დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ახალი დამტენების დამონტაჟებასთან დაკავშირებით სატენდერო პროცედურა.
„ელექტრომობილების ხელშეწყობის მიზნით, მერიამ ახალი პროექტი წამოიწყო. ეს არის მოთხოვნის საფუძველზე ელექტროდამტენების მონტაჟი. 38 ლოკაციაზე მერიამ უკვე უზრუნველყო ელექტროდამტენების დამონტაჟება. დღეს მიმდინარეობს სატენდერო პროცედურა და მომდევნო 1 წლის განმავლობაში, დამატებით 100 ერთეული ელექტროდამტენი დამონტაჟდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.