საზოგადოება
29/09/2021

თბილისობის სადღესასწაულო ღონისძიებები ვერც წელს გაიმართება

პანდემიის გამო უკვე მეორე წელია, „თბილისობის“ ფარგლებში, სადღესასწაულო ღონისძიებები ვერ იმართება.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. 

"დღესაც ვებრძვით უხილავ მტერს, კორონავირუსს, ამიტომ, სადღესასწაულო ღონისძიებებს ვერც წელს გავმართავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „თბილისობასთან“ დაკავშირებული კონცერტი და საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემა.