საზოგადოება
17/09/2020

თბილისის მიკროავტობუსი: მგზავრებმა თავი თავად უნდა დაიცვან

COVID ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ტრანსპორტში მგზავრთნაკადის უკონტროლობასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში საზოგადოების უკმაყოფილება იზრდება. მგზავრები ასევე გამოთქვამენ უკმაყოფილებას განრიგთან და სამარშრუტო ტაქსების რაოდნეობასთან დაკავშირებით. 

"ბიზნესპარტნიორი" დაინტერესდა რეალურად შემცირდა თუ არა მიკროავტობუსების რაოდენობა თბილისში და კითხვებით კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს" მიმართა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ ეტაპზე ქალაქის მასშტაბით 1400 მიკროავტობუსი დადის და მათი რაოდენობა არ შემცირებულა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მიკროვატობუსების მოძრაობის გრაფიკს "თბილისის მიკროავტობუსის" ადმინისტრაცია აკონტროლებს, პანდემიის გამო კი დეზინფექცია ტრანსპორტს დღეში ორჯერ უტარდება.

ადმინისტრაცია მძღოლებს მოუწოდებს, რომ იყვნენ უფრო კატეგორიულები პირბადის გაკეთებასა და მგზავრის ფეხზე დაყენებასთან დაკავშირებით.

"მიკროავტობუსებისთვის რეგულაციები დიდი ხანია გამკაცრებულია და ჩვენ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ თავად აკონტროლონ და დაიცვან თავი, რადგან მძღოლი ყოველთვის ვერ ახერხებს მგზავრთა რაოდენობის კონტროლს", - განმარტავენ კომპანიაში.

ამავდროულად კომპანიაში განმარტავენ, რომ მძღოლებს ფულად ჯარიმას ვერ დააკისრებენ და ერთადერთი სანქცია, რაც მათ რეგულაციების დარღვევის გამო ეკისრებათ დროებით სხვა მძღოლით ჩანაცვლებაა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022