თბილისის მერია: 466 ავტოფარეხი 34 ახალი სკვერით ჩავანაცვლეთ
თბილისის მერიამ ავტოფარეხების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, 466 ავტოფარეხის ადგილზე 34 სკვერი მოაწყო, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ავტოფარეხების ჩანაცვლების პროგრამა, ეს არის ქალაქის მერის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შექმნა მნიშვნელოვანი ურბანული სიკეთე ერთი მარტივი გადაწყვეტილებით. 466 ავტოფარეხის ნაცვლად 34 ახალი სკვერი ჩვენი ქალაქის უბნებში - მოსახლეობასთან კომუნიკაციის გზით და გამგეობების აქტიური მუშაობის შედეგად, ავტოფარეხები სკვერებით ჩანაცვლდა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ვიცე-მერის თქმით, ქალაქში დამატებით, 4 000 000 კვ.მ ტერიტორიას მიენიჭა მწვანე სივრცის სტატუსი და განისაზღვრა ხუთი ახალი საპარკე არეალი.