საზოგადოება
24/08/2021

თავდაცვის სამინისტრო: გორის სამხედრო ჰოსპიტალი მომსახურებას 165 პაციენტს უწევს

გორის სახმედრო ჰოსპიტალი მომსახურებას 165 პაციენტს უწევს, - თავდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალში არსებულ მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჟანგბადი მუდმივად ან ნაწილობრივ ესაჭიროება პაციენტთა ნახევარს, თავად ჰოსპიტალს კი გააჩნია 120 ჟანგბადდამოკიდებული პაციენტის მომსახურების რესურსი.

"ბრალდებები, თითქოს გორის სამხედრო ჰოსპიტალი არ არის სათანადო დონეზე აღჭურვილი და აქვს ჟანგბადის ბალონების პრობლემა, წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებულ, მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, რათა მოხდეს ამ წარმატებული დაწესებულებისა და მთლიანად თავდაცვის ძალების დისკრედიტაცია.

დაწესებულება სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, მათ შორის ჟანგბადის ბალონებით, რაც აუცილებელია პაციენტებისათვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გასაწევად. ამასთან, ჰოსპიტალს გააჩნია საკუთარი 72მ³ სიმძლავრის ჟანგბადის ქარხანა. 

ამასთან ერთად, თავდაცვის ძალები და მათ შორის გორის სამხედრო ჰოსპიტალი, მუდმივად ზრუნავს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე და წინასწარ ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, რათა ნებისმიერი სცენარის დროს იყოს სათანადო მარაგები და გაიზარდოს დაწესებულების შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, ჰოსპიტალმა ითხოვა ნებართვა საკუთარი ხარჯებით შეესყიდა დამატებითი 120მ³ სიმძლავრის ჟანგბადის ქარხანა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებდა მის მზადყოფნას", - ნათქვამია განცხადებაში.