საზოგადოება
17/02/2022

თამარ გაბუნია სოცქსელებში გავრცელებულ მოსაზრებებზე: ფაზების შეფასება საჭირო არ არის

იზოლაციის 7-დღიანი ვადის დასრულების შემდეგ არანაირი ფაზების შეფასება საჭირო არ არის, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოსაზრებებზე.

ბოლო დღეების განმავლობაში ფეისბუქ მომხმარებელთა ნაწილი წერს, რომ იზოლაციის გასვლის შემდეგ აუცილებელია პისიარ ტესტირების ჩატარება და დადებითი პასუხის შემთხვევაში კი ადამიანმა უნდა გაიგოს ვირუსის ფაზა. ფეისბუქის მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ თუ ფაზა 30-ის ქვევითაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი გადამდებია და მისი იზოლაციიდან გასვლა სხვა ადამიანებისთვის საფრთხის შემცველია.

თამარ გაბუნია აცხადებს, რომ იზოლაციის შესახებ მოქმედ რეკომენდაციებში გათვალისწინებულია ყველა ის ზომა, რომელმაც ვირუსის შესაძლო გავრცელებას ხელი უნდა შეუშალოს და დამატებითი კვლევებისა და ფაზების დადგენა არ არის საჭირო.

„მთელი მსოფლიო და ჩვენც ვიყენებთ იმ პროტოკოლს, რომელიც ითვალისწინებს იზოლაციის დღეების შემოკლებას და აქ მთავარი ფაქტორი არის ის, რომ პირს არ უნდა ჰქონდეს სიმპტომი. სიმპტომური პირი არის გადამდები და ამდენად, 7 დღეც არის იმ დაშვებით, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ადამიანი უნდა იყოს სრულიად უსიმპტომო – არ უნდა ჰქონდეს ტემპერატურა და სხვა სიმპტომები. ამ შემთხვევაში, თუკი ის მაინც არის გადამდები, ამ გადამდებლობის ხარისხი მცირდება და დაცვა გარანტირებულია ნიღბის გამოყენებით. ამიტომ არის რეკომენდაცია,  რომ 7 დღის შემდეგ, თუ იზოლაცია დასრულდა, 5 დღე აუცილებლად უნდა გამოიყენოს ნიღაბი, სხვაგვარად ეს შესაძლოა იყოს რისკებთან დაკავშირებული. ლაბორატორიული გამოკვლევა იზოლაციის ფაზის დასრულების შემდეგ საჭირო არ არის. როდესაც პისიარ ტესტი ტარდება ლაბორატორიაში, იქ ჩანს რა ეტაპზეა დაავადების მიმდინარეობა, მაგრამ როდესაც სრულდება იზოლაციის ვადა – 7 დღე, და პირი არ არის სიმპტომური, მას შეუძლია მშვიდად დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიანობას და 5 დღის განმავლობაში ატაროს ნიღაბი. არც ლაბორატორიული ტესტირება და არც არანაირი ფაზების შეფასება საჭირო არ არის,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023