საზოგადოება
20/08/2021

თამარ გაბუნია: მცირედი სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, არსებული შეზღუდვები აღსრულების მნიშვნელობაზე აცხადებს. თუმცა იქვე თამარ გაბუნია განმარტავს, რომ დამატებითი რეგულაციების დაწესება ამ ეტაპზე არ განიხილება.

მინისტრის მოადგილემ არსებულ კოვიდსტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ციფრები კვირის დასაწყისთან და გუშინდელთან შედარებით ნაკლებია.

"კარგია, რომ ნახტომისებური მატება აღარ არის. ჯერ ნაადრევია ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მცირედი სტაბილიზაციის ნიშნები შეინიშნება. შესაბამისად, მთავარია დაწესებული რეკომენდაციები და რეგულაციები აღვასრულოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.