
თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია
ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია, - ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის 8000 საწოლია მობილიზებული თავისი ადამიანური რესურსით, თუმცა დამატებით ჰოსპიტლები ცდილობენ დამატებითი რესურსის მობილიზებაზე.
როგორც თამარ გაბუნიამ დამატებითი სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებით აღნიშნა, არსებობს მოსაზრება, რომ დამატებითი სივრცეები ჰოსპიტლებთან ახლოს მოეწყოს და ჰოსპიტლიდან მოხდეს პერსონალის გადანაწილება.
„გეგმიური ჩარევები შეჩერებულია და ეს იძლევა ადამიანური რესურსის კოვიდმიზნებისთვის გადმომისამართების შესაძლებლობას. არსებობს გარკვეული მოსაზრება, რომ დამატებითი სივრცეები მოეწყოს ჰოსპიტლებთან ახლოს. ჯერჯერობით ბათუმსა და ქუთაისში ხდება დამატებითი ჰოსპიტლების ჩართვა. იქ არ არსებობს სარეზერვო სივრცის შექმნის აუცილებლობა, თუმცა თუ ამის საჭიროება იქნება ჰოსპიტალთან ახლოს, ეს შესაძლებელია პერსონალის გადანაწილების ხარჯზე“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.