საზოგადოება
10/02/2022

"სვეტის" მიერ დაზარალებულები საცხოვრებლებს 2023 წელს მიიღებენ

"სვეტის" მიერ დაზარალებული ოჯახები საცხოვრებლებს 2023 წელს მიიღებენ. 

პროექტს ამჟამად სამშენებლო კომპანია m2 ახორციელებს, რომელმაც დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ვალდებულება 2019 წლის სექტემბერში, თბილისის მერიასთან დადებული შეთანხმების ფარგლებში აიღო. 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კორპუსების ნაწილი ფაქტობრივად დასრულებულია, ნაწილის მშენებლობა კი, მიმდინარეობს. 

"2023 წლისთვის "სვეტის" მიერ დაზარალებული ოჯახები მიიღებენ თავიანთ საცხოვრებლებს. სამ ადგილზე მიმდინარეობს მშენებლობა. ეს არის მირცხულავას, ნუცუბიძის და ჭყონდიდელის ქუჩები. პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების მიუხედავად, ამ ობიექტებზე ერთი დღით არ გაჩერებულა სამუშაოები. დაზარალებული ოჯახებისთვის მიცემული დაპირება 2023 წელს შესრულდება", - განაცხადა კახა კალაძემ. 

კომპანია m2-მა მირცხულავას ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები გასული წლის მარტში დაიწყო. 

"m2 ჯგუფსა" და თბილისის მერიას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები 2023 წელს  დასრულდება. 2 500-მდე დაზარალებული ოჯახი საკუთარ ბინას დათქმულ ვადაში მიიღებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023