საზოგადოება
25/03/2020
StopCoV ფონდში ₾6 მლნ-ია მობილიზებული
ბოლო ორი დღის განმავლობაში StopCoV ფონდში 6 მლნ-მდე ლარია მობილიზებული.
ირაკლი ჩიქოვანი მადლობას უხდის ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში გამოხატული მხარდაჭერისთვის.
„ამოქმედებულია Stopcov ფონდი, რომელიც დაფუძნებულია სოლიდარობაზე და რომელიც შექმნილია ბიზნესომბუდსმენთან ერთდ. პლატფორმა კარგად მუშაობს, აქ ერთიანდება როგორც საჭიროებები, ასევე ის შესაძლებლობები, რომელიც ბიზნესს აქვს და ის სოციალური პასუხისმგებლობის პირობებში გამოხატული მხარდაჭერა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.