საზოგადოება
01/06/2021
სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება
1-ლი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება. ისინი 50 ლარის ნაცვლად 100 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.
მისი ინფორმაციით, ასევე გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 000-ზე მეტ ბავშვს შეეხება.
აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 145 მილიონი ლარი გამოიყოფა.