საზოგადოება
26/11/2020

სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი - გიორგი გახარია

სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი და ჩვენ, ისევე, როგორც აგვისტომდე, ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან, ექიმებთან, პოლიციასთან ერთად ვახერხებდით, ფაქტობრივად, საუკეთესოდ ბალანსის დაჭერას ეკონომიკის ინტერესებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის, ჩვენ ამ მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარიას  განმარტებით, მთავრობის არჩევანი ყოველთვის იყო ეპიდემიის მართვაში, ეკონომიკასთან ერთად,  ბალანსის დაჭერა, რაც შემდგომ გადაიზარდა ადაპტაციაში და ეს პოლიტიკა და სტრატეგია გაგრძელდება ეფექტურად.

„დღეს გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, რომელზეც განხილული იყო მიმდინარე, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში. ჩვენ, დაახლოებით ერთ კვირაზე მეტია უკვე ვმუშაობთ გარკვეულ ღონისძიებებზე, რომელზეც დღეს მინდა, რომ ვისაუბროთ, თუმცა სანამ კონკრეტულ ღონისძიებებზე გადავალთ, უნდა ვთქვათ, რომ სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი. სიტუაცია რთულია, თუმცა ეს ყველაფერი არის მართვადი და ჩვენ, ისევე, როგორც აგვისტომდე, ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან, ექიმებთან, პოლიციასთან ერთად ვახერხებდით, ფაქტობრივად, საუკეთესოდ ბალანსის დაჭერას ეკონომიკის ინტერესებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის, ჩვენ ამ მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ.

მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში არის ეპიდემიის რეკორდული ზრდა, განსაკუთრებით ეს ყველაფერი კონცენტრირებულია ევროპაში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც მე ვსაუბრობ ბალანსზე, ეპიდემიის მართვაში ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო, ეკონომიკასთან ერთად,  ბალანსის დაჭერა, რაც შემდგომ გადაიზარდა ადაპტაციაში და ჩვენ ამ პოლიტიკას და სტრატეგიას გავაგრძელებთ ეფექტურად“, -  განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022