საზოგადოება
07/05/2021
Sinopharm-ის ვაქცინამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა.
როგორც მიმდინარე ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციის შემდეგ, ჩინური ვაქცინა „კოვაქსის“ პროგრამაში ჩაერთვება, რომელიც ვაქცინებით დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მომარაგებას ითვალისწინებს.
საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს დაიწყო.
1tv.ge