საზოგადოება
27/07/2021

სიმთვრალის დროს მოპედის მართვისთვის ჯარიმა გაიზრდება

სიმთვრალის დროს მოპედის მართვის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება. ცვლილებას “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ითვალისწინებს, რომლის ინიციატორებიც დეპუტატები ლევან იოსელიანი და ალექსანდრე ელისაშვილი არიან. 

კანონპროექტის თანახმად, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მოპედის მართვის შემთხვევაში მძღოლი 500 ლარით დაჯარიმდება. ხოლო, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დროს მოპედის მართვისთვის მძღოლი 600 ლარის ნაცვლად 1 500 ლარით დაჯარიმდება.