საზოგადოება
15/09/2023

შოვსა და გურიაში მომხდარი სტიქიისგან დაზარალებულები მთავრობისგან კომპენსაციას მიიღებენ

მთავრობის გადაწყვეტილებით, შოვსა და გურიაში სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახები ფულად დახმარებას მიიღებენ, თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფულადი დახმარება ერთჯერადი იქნება.

„მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, შოვში 32 ადამიანი, ჩვენი მოქალაქე შეეწირა ამ დიდ ტრაგედიას. ჩვენ ვიმსჯელეთ ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.