საზოგადოება
17/03/2020

შიდა გადაცემის სიჩქარე უნდა შევამციროთ – გიორგი გახარია

მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ტექნიკურად მთავრობა მზად არის, არ ჩქარობს. “საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება თვითმიზანი არ არის”, – ამბობს პრემიერი “ღამის კურიერში”, ეს შესაძლოა გამოცხადდეს ხვალ, ზეგ.

გიორგი გახარია ბალანსის დაცვის მნიშვნელობაზე აცხადებს. იხსნებს, რომ საქართველომ უწყებათაშორისი საბჭო 28 იანვარს მაშინ შექმნა, როდესაც ბევრ ქვეყანაში რეაქციაც არ ჰქონდათ დაწყებული.

“რომ გვაკლდეს ისტრუმენტები იმისათვის, რომ მიმდინარე პროცესი ვმართოთ, ჩვენ ამას გავაკეთებდით. არ შეიძლება ამით სპეკულირება. ქართველი ხალხი არის გონიერი, გამოცდილების მქონე და შეუძლებელია, მსგავსი მოწოდებებით ან პანიკური განწყობების შექმნით ვინმე შეცდომაში შევიყვანოთ. ჩვენი ამოცანა არის არანაირი შიში, მხოლოდ ეფექტური მოქმედება“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერი არ გამორიცხავს, რომ დაწესებულ შეზღუდვებს სხვაც მოჰყვეს, მაგალითად უფრო მკაცრი შეზღუდვები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, მაღაზიები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები და ა.შ.

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ შიდა გადაცემის სიჩქარე შევამციროთ, იმისთვის, რომ ჩვენ ჯანდაცვის სისტემას მივცეთ მეტი საშუალება და დრო უკვე ინფიცირებულ ჩვენს თანამოქალაქეებს უმკურნალონ მაქსიმალურად ეფექტურად,” – თქვა პრემიერმა.

გახარიას თქმით, ეს არ ნიშნავს რომ ქვეყანა კარანტინის რეჟიმში გადადის, თუმცა შეიძლება ასეთი გამოწვევის წინაშეც დავდგეთ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022