შეზღუდვები მკაცრდება, საგანგებო მდგომარეობა არ ცხადდება
მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა იმ უწყებების ჩამონათვალი, რომელთა საქმიანობაც იზღუდება, მთავრობა საგანგებო მდგომარეობას ჯერ არ აცხადებს.
პრემიერმა განაცხადა, რომ არსებული ობიექტური რეალობით საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა დღეს არ არის, თუმცა თუ ხვალ ასეთი აუცილებლობა დადგება, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ყველა ინსტრუმენტი, რომელიც დღეს გვჭირდება ეფექტური ბრძოლისთვის, გაგვაჩნია. როდესაც ეს ინსტრუმენტები დაგვიმთავრდება და აუცილებელი იქნება საგანგებო მდგომარეობა, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ“, – განაცხადა გახარიამ.
მტავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან იკრძალება სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება. მუშაობა სრულად შეეზღუდა სპორტულ კომპლექსებსა და სპა ცენტრებს.
„ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე”, – განაცხადა გახარიამ და აღნიშნა, რომ გამოწვევბი იზრდება და ქვეყანა მათ მზად უნდა შეხვდეს.