საზოგადოება
25/02/2021
შემსუბუქებული რეგულაციები - რა შეზღუდვები იხსნება დღეიდან
საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა.
დღეიდან გაიხსნება სასტუმროები სამთო კურორტებზე, თუმცა საბაგიორები მუშაობას მხოლოდ რვა მარტიდან განაახლებენ.
დღესვე აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება. რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში პირველი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან განაახლებენ.
პირველი მარტიდან შესაძლებელი იქნება კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირება. რაც შეეხება სპორტულ დარბაზებს პროფესიულ, საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებს, ისინი ფუნქციონირების დაწყებას 15 მარტიდან შეძლებენ.
მთავრობამ კვლავ ძალაში დატოვა კომენდანტის საათი.