სეს: სურსათში ტრანსცხიმის კვლევისას დარღვევები არ გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ სურსათში ტრანსცხიმის კვლევისას დარღვევები არ გამოვლენილა.
სააგენტოს ცნობით, სურსათში ტრანსცხიმის განსაზღვრის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დასახელების სურსათის (სპრედი, მარგარინი, საკონდიტრო ნაწარმი, ჩიფსი, მაიონეზი, რძის შემცველი პროდუქტი) 40 ნიმუში აიღეს და დარღვევა არცერთ მათგანში გამოვლინდა.
სურსათში ტრანსცხიმის შემცველობის განსაზღვრის მიზნით გამოკვლეულია:
2017 წელს - 136 ნიმუში, დარღვევა- 13 (მცენარეულ ცხიმზე დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი);
2018 წელს - 210 ნიმუში, დარღვევა -3 (შოკოლადის კანფეტი, თაფლაკვერი);
2019 წელს - 150 ნიმუში, დარღვევა-6 (კანფეტი, ვაფლი, მდნარი მცენარეული ცხიმი);
2020 წელს - 134 ნიმუში, დარღვევა - 2 (მდნარი მცენარეული ცხიმი, მოჭიქული კანფეტი).
მიმდინარე წელს დაგეგმილია 124 ნიმუშის გამოკვლევა.