საზოგადოება
04/05/2021

სებ-ი და ISET-ი ახალგაზრდა ეკონომისტების გამოსავლენად კონკურსს მართავენ

საქართველოს ეროვნული ბანკი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან (ISET) თანამშრომლობით, ნიჭიერი სტუდენტების მხარდასაჭერად კონკურსს იწყებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ISET-ის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს შეუძლიათ.

ეროვნული ბანკის ეს ინიციატივა ნიჭიერი ახალგაზრდა ეკონომისტების გამოვლენასა და მხარდაჭერას ემსახურება.

ეკონომიკური და ფინანსური საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ კონსულტაცია გაიარონ ეროვნული ბანკის ექსპერტებთან, მათი დახმარებით მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საბაკალავრო/სამაგისტრო თემის მიზანი, ამოცანა, გადაჭრის გზები, მიიღონ და მოაგროვონ მონაცემები.

გამარჯვებულ კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცემათ, საქართველოს ეროვნულ ბანკში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ.

ეროვნული ბანკის ინიციატივით გამოცხადებული კონკურსის მიზანი ახალგაზრდების კვლევითი ნაშრომების მიმართ დაინტერესების წახალისება და მათი ჩართულობის გაზრდაა. კვლევითი ნაშრომები მიიღება ეროვნული ბანკისათვის განსაკუთრებულად აქტუალურ სფეროებზე - ფინანსური სტაბილურობის, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის საკითხებზე და მიზნად ისახავს, წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისათვის მნიშვნელოვანი თემების სიღრმისეულ შესწავლაში.

საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2021 წლის 4 მაისიდან. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია