საზოგადოება
12/06/2020

სავალდებულო ტესტირებების წრე ფართოვდება

გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე შესაბამისი უწყებები ტესტირებების გაფართოებაზე მუშაობენ.

უწყებათშორის კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ მთავრობის დადგენილებით უახლოეს დღეებში განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ.

მათ შორის, კოვიდ-19-ზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე 112-ს ან ოჯახის ექიმს მიმართავენ.

Businesspartner