სავაჭრო პალატამ მეწარმეების მხარდასაჭერად რამდენიმე პროექტი განახორციელა
სავაჭრო პალატის მიერ პანდემიის დროს მეწარმეების მხარდასაჭერად განხორციელებული და მიმდინარე პროექტები
საქართველოს სავაჭრო პალატამ მეწარმეების მხარდასაჭერად არა ერთი პროექტი განახორციელა და დღესაც, სხვადასხვა მიმართულების პროგრამებზე აქტიურად მუშაობს. მათ შორის, "უფასო ვებ-გვერდი ბიზნესს", რომლის ფარგლებში კონკურსში გამარჯვებულ 100 მეწარმეს უფასო ვებ-გვერდი გადაეცემა.
"ერთი ბიზნესის ისტორია"-პროექტი გულისხმობს საზოგადოებისთვის გამორჩეული და საინტერესო ისტორიების მქონე მეწარმეების გაცნობა.
ბოლო ერთ თვის განმავლობაში, პალატის ორგანიზებით, ავსტრია-საქართველოს, ესტონეთი-საქართველოსა და საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმები ჩატარდა.
ჩატარდა საგრანტო კონკურსი "ევროკავშირი ბიზნესისთვის." პროგრამაში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების ბიზნეს ასოციაციები არიან ჩართულნი, რომელთა საქმიანობაც უკავშირდება ღვინის, ბიო პროდუქტების, ტურიზმის, ტექსტილისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ეკონომიკურ სექტორებს.
უფასო ტრენინგები ჩაუტარდათ მეწარმეებს ელექტრონული კომერციის, დღგ-ს ახალი რეფორმის, შრომის კანონმდებლობის, უძრავი ქონების საკუთრების რეგისტრაციის, ბიზნეს დავებისა და მათი გადაწყვეტის მექანიზმების საკითხებზე.
პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა-პროგრამის ფარგლებში პალატა ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის ბიზნეს სექტორთან შეხვედრების ორგანიზებას, ბიზნეს სუბიექტების და პროფესიული კოლეჯების თანამშრომლობის ხელშეწყობას.
ღია დიალოგი ბიზნესთან -შეხვედრების მიზანია რეგიონულ ბიზნესისთვის სახელწიფო სერვისებზე, ადგილობრივ და საერთაშორისო გრანტებზე ინფორმაციის მიწოდება. ასევე, რეგიონული ბიზნესის განვითრებისა და სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა.