სასტუმრო "ვინოტელი", სადაც პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, ₾10 000-ით დაჯარიმდა
შრომის ინსპექციამ სასტუმრო "ვინოტელი" რეგულაციების დარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება სასტუმროს, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავდა.
როგორც ჟურნალისტებთან შრომის ინსპექციის წარმომადგენლმა განაცხადა, სასტუმრო დაჯარიმდა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის და ობიექტს სოციალური ღონისძიების დაშლა მოეთხოვა.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტიზე შრომის ინსპექციამ მოახდინა რეაგირება, გამოვლენილია 322-ე დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელება, ობიექტის მიმართ გამოყენებულ იქნება შესაბამისი სანქცია, 10 000 ლარის ოდენობით.
კონკრეტულ პირებზე რეაგირებას შესაბამისი სამსახური მოახდენს.
„თუ გამოვლინდება განმეორებით აღნიშნული ქმედების განხორციელება, იქნება რეაგირება და მასალები გადაეცემა შსს-ს“,- განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა.
ფოტო: 1tv.ge