საზოგადოება
01/05/2021
სასაფლაოებზე შეზღუდვების დარღვევა 2000 ლარით ჯარიმდება
სასაფლაოების ტერიტორიაზე 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით მოქალაქეების შესვლა იკრძალება. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.
სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს პოლიცია გააკონტროლებს. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება 2000 ლარიანი ჯარიმა.
შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.