საზოგადოება
23/09/2021
საპარლამენტო კომიტეტი ინერტული ნარჩენების მართვის თაობაზე თემატურ მოკვლევას იწყებს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ თემატურ მოკვლევას იწყებს.
მოკვლევის მიზანია კანონმდებლობაში არსებული პრაქტიკული და მარეგულირებელი ხარვეზების გამოვლენაა, რამდენადაც ეს ერთი მხრივ ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურებასთან, მეორე მხრივ კი სამშენებლო სექტორის საქმიანობისას ინერტული ნარჩენების წარმოქმნა-დასაწყობებასთან არის დაკავშირებული.
მოკვლევა რამდენიმე თვეს გაგრძელდება და წლის ბოლოსთვის შედეგები მზად უნდა იყოს.