საზოგადოება
03/06/2021
სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასმა $71-ს გადააჭარბა
2 ივნისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 71.35 (+ 1.10) დოლარი/ბარელზე.
ნიუ-იორკში New York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 68.83 (+ 1,11) დოლარი/ბარელზე.
აღსანიშნავია, რომ ნავთობის ასეთი მაღალი ფასი 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ არ ყოფილა.