სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო - მობილური ცენტრები თბილისში
სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო - მსურველებს დღეიდან შესაძლებლობა აქვთ თბილისში იმუნიზაციის მობილური სერვისით ისარგებლონ. აცრის გაკეთებისთვის წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის.
აცრებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები ჩაატარებენ, მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.
დასაწყისისთვის იმუნიზაციის პროცესი შესაძლებელია ვარკეთილში, გლდანსა და სადგურის მოედანზე. ამ ლოკაციების შერჩევა იმიტომ გადაწყდა, რომ აქ სადაც მასობრივი ვაქცინაციის სივრცეები ამ დრომდე არ იყო.
იმუნიზაცია საქართველოში შემოტანილი ვაქცინით „სინოვაკი“, „სინოფარმი“ და „ფაიზერი“ არის იქნება შესაძლებელი.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ჯამში დაგეგმილია ათი ავტობუსის განთავსება.
"ავტობუსები იქნება დაბრენდილი და მოქალაქე მიიღებს ყველა საჭირო, უსაფრთხო მომსახურებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რასაც ის მიიღებდა კლინიკაში თუ პოლიკლინიკის წერტილში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
პროექტი ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის მერიასთან ერთად პროექტი დაიწყო.