საზოგადოება
14/12/2021

სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს თავად განსაზღვრავენ

სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრის უფლება ეძლევათ, - პარლამენტმა მესამე მოსმენით, 76 ხმით მიიღეს „უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები.

ცვლილებებით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ უფლება, მთავრობასთან შეთანხმებით, განსაზღვრონ მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობისგან განსხვავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განცხადებით,   წესრიგდება 2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობების დადგენასთან დაკავშირებული საკითხი.