სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო რეგიონალურ სამსახურებში სტაჟირების პროგრამას იწყებს
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანია გაიჯარებული ქონებრივი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში აქტიური ჩართვა.
სახელმწიფო პროგრამა გულისხმობს იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო სახნავი და ეხლა უკვე სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთების, მოიჯარეთათვის პრივატიზებას. აღნიშნული პროგრამის მიმართ დაფიქსირებული დიდი ინტერესისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების პროცესის დაჩქარებისა და პროაქტიურობის გაზრდის მიზნით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო რეგიონალურ სამსახურებში აცხადებს სტაჟირების კონკურსს ამზომველის პოზიციაზე:
საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში სტაჟირებას 22 კანდიდატი გაივლის. ამასთან, გაცნობებთ რომ სტაჟირების ვადის გასვლის შემდგომ წარმატებულ პრეტენდენტებს ექნებათ შესაძლებლობა კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ დასაქმდნენ სააგენტოს შესაბამის სამსახურებში.
სტაჟირებასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ინფორმაცია:
· შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურის სტაჟიორი
· ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის სტაჟიორი